ვარ წმინდა მგელი…

წვიმა რომელიც ჩემშია მუდამ,

და განუწყვეტელ ღამეებს ჩემში…

ვარ წმინდა მგელი მოხეტიალე.

ჩემი სილურჯე ღრმა უფსკრულიდან,

იასამანი ჩემი საფლავის…

ვარ წმინდა მგელი მოხეტიალე.

რათა შემექმნა მე სხვა სიჩუმე,

და მეხმაურა ამ სიჩუმეში…

ვარ წმინდა მგელი მოხეტიალე.

უნაღვლიანესო შავო ღრუბელო

მე გამზიანამინდებ.

ვარ წმინდა მგელი მოხეტიალე.

ჩემი სახელი – სიკვდილში თვალგახელილი

დაიარება, თეთრი კაბის ლანდი იქიდან მოდის.

ვარ წმინდა მგელი მოხეტიალე.

Previous Article

ფლებას

Next Article

LT1506

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *