რა მშვენიერი ამინდია ფლებას,
როგორ უხდება ამწვანლურჯება ბაღის სიღრმეებს,
სხედან წყვილები ხის სკამებზე, სადაც ფოთლები წვანან
და წუხანდელი წვიმის ნატალახარი ჯერ კიდევ ამჩნევია.
დარბიან ბავშვები, მათ არ იციან სიკვდილი, თუმცა თან დააქვთ.
ეს ხის სკამები გუშინ არ მახსოვს, გამოუცვლიათ ბაღის მსახურებს.
როგორ გალანდავს ხოლმე ვარდისფერი გზა ამ გზებს ანაზდად,
და როგორ უფრთხი ამ ნაკადებს ფლებას, სულელი ბავშვები რომ
არ დაშავდნენ,
მათ არ იციან…